მთავარი ამბები
კანდიდატის სტატუსის მისაღებად სასამართლოს რეფორმა აუცილებელია
17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ ინდივიდუალური დასკვნები გამოაქვეყნა. კომისია მხარს უჭერს უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუყოვნებლივ, ხოლო საქართველოსთვის - მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ.
ვრცლად
დებატების ტურნირი 2022
2022 წლის 20 ივნისს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ გამართული ფორმალური დებატების ჩემპიონატის ფინალი.
ვრცლად
ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადება
ხელმომწერი პირები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ მიხეილ ჩინჩალაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ხელახალი ვადით დანიშვნის მცდელობას და მოუწოდებენ მოსამართლეებს არ დაუჭირონ მხარი კლანური მმართველობის გამაძლიერებელ გადაწყვეტილებებს.
ვრცლად
ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება
14 ივნისის საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გამოცხადებული ესეების კონკურსის დაჯილდოება გამართა. 10 საუკეთესო ესეს ავტორი სენაკის, ზუგდიდის, ხონის, საჩხერის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან.
ვრცლად
მოვუწოდებთ პრეზიდენტს ვეტო დაადოს ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობას
2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად მნიშვნელოვნად უარესდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სტანდარტი. მიღებული კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
ვრცლად