განცხადება 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ

ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმროშერატონში“, პარტიაქართული ოცნებისწევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტიასაქართველოსთვისლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციასაერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოსთანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას.

პარტიაქართული ოცნებისწარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევაეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი და სისტემური ნაწილია. ასეთ ძალადობას ხელს უწყობს საგამოძიებო ორგანოების სრული პასიურობა და სამართლებრივი რეაგირების არ არსებობა, რაც ქმნის დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას.

სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც მათი გადაწყვეტილებებით, ათობით უდანაშულო ადამიანი, პოლიტიკური პატიმარი, ციხეში, უმკაცრესი სასჯელის მოლოდინშია, ხოლო, ქართული ოცნების წარმომადგენლებს ძალადობის სრული თავისუფლება და დაუსჯელობის გარანტიები აქვთ.

 

მოვუწოდებთ: 

სამართალდამცავ ორგანოებს:


დაუყოვნებლივ აწარმოონ დანაშაულის ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება სწორი კვალიფიკაციით, დროული საგამოძიებო და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებებით. უარი თქვან უდანაშაულო ადამიანების დასჯაზე, გამოავლინონ და დასაჯონ რეალური დამნაშავეები.

 


[1] რადიო თავისუფლება, ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ: https://tabula.ge/en/news/728442-batumshi-giorgi-gakharias-tavs-daeskhnen 

[2] On.ge, მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე თავს დაესხნენ: https://on.ge/story/139589-მედიაექსპერტ-ზვიად-ქორიძეს-დიმიტრი-სამხარაძე-და-გიორგი-მანველიძე-თავს-დაესხნენ