პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) პირველი ხუთი თავის - სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პროკურატურა, ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა - მონიტორინგს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებას და ამ მიზნით, საქართველოს მართლმსაჯულებისა და პენიტენციური სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით, კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზოს შესაბამის ორგანოებს.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შეფასებული იქნება ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა, გეგმის განხორციელების პროცესს ონლაინ რეჟიმში ადევნოს თვალი.
პროექტი ხორციელდება "დემოკრატიის და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტთან" პარტნიორობით.