პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში იურიდიული და ფინანსური დახმარების გაწევის გზით. კერძოდ, იურიდიული დახმარება გაეწევათ აქტივისტებსა და სხვა ინდივიდებს, რომლებიც მშვიდობიანი ფორმით სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით და ხდებიან ამ უფლების უკანონოდ შეზღუდვის მსხვერპლნი. პროექტის ბიუჯეტის ნახევარი, 20 000 ევრო მოხმარდება გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდს, რომლის ფარგლებშიც ფონდი გასცემს ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებსაც სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების მშვიდობიანად სარგებლობისთვის ჯარიმა დააკისრა.