საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ISAID) ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობს პროგრამის„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა“ განხორციელებაში.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს დემოკრატიული ინიციატვის კოორდინირებით ხდება სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ ფორმატში პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოვლინებაზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების დამკვიდრება, ასევე, საჯარო სექტორში და პოლიტიკის სფეროში თვითრეგულირების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა.