2014 წლის პირველი ივნისიდან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC) ერთად, ახორციელებს პროექტს „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მხრიდან პროექტით გათვალისწინებულია ადამიანის უფლებების პოპულარიზაციის სხვადასხვა ღონისძიებები, საგანმანათლებლო ინიციატივები, ტრენინგები და ვიდეოგაკვეთილები. პროექტის ფარგლებში გამოიცემა ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენი, სადაც მიმოხილული იქნება ადამიანის უფლებების კუთხით გასული თვის მანძილზე განხორციელებული ცვლილებები, არსებული პრობლემები და გამოწვევები. ორჯერ წელიწადში მომზადდება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ანგარიში, სადაც უფრო დეტალურად იქნება მიმოხილული უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობა ქვეყანაში.