პროექტის მიზანია სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების, კერძოდ, გამოხატვის/მედიის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების დაცვის გაუმჯობესება საქართველოში. ამ მიზნით GDI-ს გუნდი განახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ევროსასამართლოში საჩივრების გაგზავნის გზით. სტრატეგიული სამართალწარმოება ძირითადად მიმართული იქნება მედია ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტების (მათ შორის უმცირესობათა ჯგუფებიდან) დაცვაზე.