სასამართლო რეფორმირების პროცესში მოკავშირეების რაოდენობის გაზრდა ეფექტური კამპანიის წარმოების გზით

  • დონორი: East West Management Institute, USAID Rule of Law Program,
  • პროექტის ხანგრძლივობა: 15/11/2018 - 14/07/2019
  • ბიუჯეტი: 31 639 $

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მისი დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული და ადვოკატირებას უწევს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნას. კოალიციის წევრი ორგანიზაციების ინდივიდუალური და ერთიანი კვლევების, ანგარიშების, რეკომენდაციების, საკანონმდებლო წინადადებების, სადამკვირვებლო აქტივობების გარდა, კოალიციამ  აწარმოა ორი აქტიური კამპანია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. 

პროექტის მიზანს წარმოადგენს სასამართლო რეფორმირების პროცესში მოკავშირეების რაოდენობის გაზრდა ეფექტური კამპანიის „მინდა ვენდო სასამართლოს“ წარმოების გზით.  

lang( other_finished_projects )

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაცია ახალგაზრდებში
დევნის მხილება და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირება
გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა