პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებას, კერძოდ, ამ თემებში შემავალი ქალებისა და გოგონებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტი ხორციელდება ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურ ცენტრთან პარტნიორობით. პროექტის გეოგრაფია მოიცავს ნინოწმინდის, ახალციხის, ახალქალაქის, ხულოს, შუახევისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს.