ქართულ პოლიტიკასა და მედიაში ქსენოფობიასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლა

  • დონორი: საქართველოს გაეროს ასოციაცია,
  • პროექტის ხანგრძლივობა: 01/02/2014 - 31/12/2014
  • ბიუჯეტი: 19 370 $

მედიის განვითარების ფონდი, MDF და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს "ქართულ პოლიტიკასა და მედიაში ქსენოფობიასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა".

პროექტის მიზანია, სამოქალაქო სექტორის გაერთიანება ქსენოფობიასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის იდეის ქვეშ და ერთიანი სამოქალაო პლატფორმის "არა ფობიას" ჩამოყალიბება. აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ეფექტური მონიტორინგის განხორციელებას მედიაში და მედიის მიერ ამგვარი რიტორიკის გამოყენების თითოეულ ფაქტზე და მათზე რეაგირებას და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირების ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, ხელი შევუწყოთ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებს, შექმნან ან გააძლიერონ შიდაპარტიული მექანიზმები, რომელებიც უზრუნველყოფენ პოლიტიკურ საქმიანობაში ქსეონოფობიისა და დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლინების აღმოფხვრას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ყოველკვირეული ბიულეტენის გამოცემას, რომელიც მონიტორინგის მიგნებებსა და კამპანიის "არა ფობიას" ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ასახავს.

lang( other_finished_projects )

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაცია ახალგაზრდებში
დევნის მხილება და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირება
გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა