პროექტი მიმართულია მედიის წინააღმდეგ საქართველოში არსებული მტრული დამოკიდებულების შეცვლისა და მედია გარემოს გაუმჯობესებისაკენ რისი მიღწევაც შესაძლებელი გახდება მედია ორგანიზაციებისათვის იურიდიული დახმარებისა და მათი გაძლიერების, აგრეთვე საზოგადოებაში მედიის თავისუფლების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზით. GDI აგრეთვე შეისწავლის კომუნიკაციების კომისიის იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია მედიისა და გამოხატვის თავისუფლებასთან და შეაფასებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კომისიის იმ მანდატს/საქმიანობას, რომელიც დაკავშრებულია არასრულწლოვანებისათვის მავნე ზეგავლენის შემცველი პროგრამების ზედამხედველობასთან და ზოგადად პროგრამების შინაარსობრივ შეფასებასთან