პროექტის მიზანს წარმოადგენს ძალისხმევის მიმართვა 2021 წლის მართლმსაჯულების მთავარ გამოწვევებზე, რაც მოიცავს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესს, და მომზადებული სისტემური რეფორმის განხორციელების ადვოკატირებას. პროექტი მიზნად ისახავს შემდეგ სტრატეგიულ მიზნების განხორციელებას:
• უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება და პარლამენტის წევრების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა, კენჭისყრამდე შეფასების დოკუმენტებითა და კანდიდატთა პორტფოლიოებით მათი უზრუნველყოფის გზით;
• GDI– ს მიერ შემუშავებული მართლმსაჯულების სისტემური რეფორმის ადვოკატირება;