პროექტის მიზანს წარმოადგენს: 1) "საქართველოს მთავრობის 2014- 2016 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის პირველი თავით (სისხლის სამართლის მართლმსაჯულება) გათვალისწინებული ღონისძიებების/საქმიანობების განხორციელების მონიტორინგი, რაც გულისხმობს აქტივობების გაზომვას რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით 2) სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის სათანადო კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას, მათ განხილვას სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების ფარგლებში და შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა/შეთავაზებას.
ამავდროულად, პროექტის მიზანია პასუხისმგებელი უწყებების მიერ წარმოდგენილი პროექტების (სხვადასხვა ნორმატიული აქტების, აქტივობების) შესახებ წერილობითი დასკვნების მომზადება და შესაბამისი უწყებებისათვის შენიშვნების/რეკომენდაციების წარდგენა, მომზადებული დასკვნებისა და მოსაზრებების განხილვა, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული განსახორციელებელი აქტივობების ირგვლივ დისკუსიის ორგანიზება, არსებული სამუშაო ჯგუფების ფორმატში გამართულ დისკუსიებში მონაწილეობა, ადამიანის უფლებათა სამდივნოსთვის მათ მიერ მომზადებულ შუალედურ და საბოლოო ანგარიშებთან დაკავშირებით წინადადებების, რეკომენდაციებისა და შენიშვნების წარდგენა.