ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისათვის

  • დონორი: ღია საზოგადოების ფონდი,
  • პროექტის ხანგრძლივობა: 10/08/2014 - 31/08/2015
  • ბიუჯეტი: 23 089 $ USD

პროექტის მიზანია "საქართველოს მთავრობის 2014- 2016 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის" პირველი 2 თავით (სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემა) გათვალისწინებული ღონისძიებების /საქმიანობების განხორციელების მონიტორინგი, რაც მოიცავს აქტივობების გაზომვას რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით.

პროექტის ფარგლებში ასევე უზრუნველყოფილი იქნება აქტიური ჩართულობა სამოქმედო გეგმით განსახორციელებელი საქმიანობებისას, რაც მოიცავს გეგმით დასახული მიზნის მისაღწევად წარმოდგენილი პროექტების შესახებ წერილობითი დასკვნების მომზადებას და შესაბამისი უწყებებისთვის შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენას, მომზადებული დასკვნებისა და მოსაზრებების განხილვას, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული განსახორცილებებლი აქტივობების ირგვლივ დისკუსიის წარმოებას.

lang( other_finished_projects )

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაცია ახალგაზრდებში
დევნის მხილება და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირება
გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა