სიახლეები

02
დეკემბერი2022

GDI-სა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით აქტივიზმის სკოლა გაიმართა

25-29 ნოემბერს GDI-ს და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით აქტივიზმის სკოლა გაიმართა. 

30
ნოემბერი2022

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცილისწამებასთან დაკავშირებით ლილუაშვილის სარჩელზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა გოჩა ჯეირანაშვილმა, ლაშა თავართქილაძემ და ოთარ სიჭინავამ (თავმჯდომარე) არ დააკმაყოფილეს შპს “ფორმულას”, შპს “მთავარი არხის” და ლევან ხაბეიშვილის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 

30
ნოემბერი2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცილისწამებაზე კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა კახა კალაძეს სარჩელი ტელეკომპანია „პირველისა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ და მოპასუხეებს სოლიდარულად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

28
ნოემბერი2022

GDI-ს წარმატებული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე სოსო ღურწკაიამ “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) წინააღმდეგ გიორგი ლომიძის მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

26
ნოემბერი2022

განცხადება მიხეილ სააკაშვილის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით

ხელისმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებას და მიგვაჩნია, რომ მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით.

03
ნოემბერი2022

სახალხო დამცველმა ლაშა ჩხვიმიანის საქმეზე ზოგადი წინადადება მიიღო

სახალხო დამცველმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი წინადადებით მიმართა და მოუწოდა დისკრიმინაციის წამახალისებელი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად შეცვალოს სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულება, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება - კონკურსის გარეშე ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში გამოიყენოს.

02
ნოემბერი2022

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე პატიმრობაში დატოვა

დღეს, 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა მერაბ ჯორბენაძემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ და დავით მამისეიშვილმა „რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორისა და „მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ორი ეპიზოდი - ე.წ. რეკლამის გაყიდვის საქმე და ე.წ. ავტომანქანის საქმე). საბოლოო სასჯელის სახედ მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

25
ოქტომბერი2022

კოალიცია მოსამართლეთა XXXI კონფერენციას ეხმაურება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ხელახალ არჩევას. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის პასუხად გაცემული ევროკომისიის რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული.