დისკუსია თემაზე: ტოლერანტობა და დისკრიმინაციის აკრძალვა

2014  წლის 23 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ოფისში  გაიმართა დისკუსია ჟურნალისტებისთის ტოლენატობისა დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე. დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

 

დისკუსიას ესწრებოდნენ ინტერნეტ-გამოცემების, ტელევიზიებისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები.

 

დისკუსიის ძირითადი ნაწილი დაეთმო ქვეყანაში ტოლერანტობის კუთხით არსებულ ვითარებას, ასევე განხილულ იქნა დისკრიმინაციის ამკრძალავი საკანონმდებლო ბაზა, ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმები.

 

საუბრისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მედიის მიერ სიძულვილის ენის გამოყენების საკითხს. განხილულ იქნა კონკრეტული მაგალითები.

 

დისკუსია გაიმართა პროექტის „თანასწორობის ხელშეწყობა განათლების საშუალებით“    ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საელჩოს მიერ.