2013 წლის მეორე ნახევრის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ანგარიში

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოგიდგენთ 2013 წლის მეორე ნახევრის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით. წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2013 წლის მეორე  ნახევარში  ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თემატიკას და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის საკითხებს.

 

დოკუმენტში მოცემულია და შეფასებულია საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ყოფილ თანამდებობის პირთა მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებზე და სახელმწიფოს მხრიდან კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე, კერძოდ ანგარიში მოიცავს შეფასებას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების, ასევე პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების, ფარული მიყურადების, სახალხო დამცველისათვის საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. დოკუმენტში ასევე მიმოხილულია უდანაშაულობის პრეზუმფციასთან, შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებასთან, რელიგიურ შეუწყნარებლობასთან და ინფორმაციის თავისუფლებასთან  დაკავშირებით არსებული პრობლემები.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მიიჩნევს, რომ 2013 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ მიღებულ იქნა გარკვეული პოზიტიური ზომები რიგი მიმართულებებით ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, თუმცა ამავდროულად  ყურადღებას ვამახვილებთ უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და მათი ეფექტური რეალიზების კუთხით არსებულ საფრთხეებზე. აუცილებელად მიგვაჩნია  ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ტენდენციების, უფლებადარღვევათა მასშტაბებისა და სერიოზულობის საფუძვლიანი გააზრება, რათა მოხდეს პრობლემათა გადაჭრის ქმედითი და დროული გზების მონახვა.

 

ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ, 2013 წლის მეორე ნახევარი