ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

8 მაისის ღამეს ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყანად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა - ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი. ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენს ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურების მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ. ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას, ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასოდეს მოიწონებს. ასე იქცევა რუსული რეჟიმი.

ჩვენ სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას - წინა კვირებში გამართულ აქციებზე თუ ახლა - აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას. 

თავისუფლება ქართველი ხალხისთვის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისაგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ. 

 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

დემოკრატიის მცველები

საფარი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

საქართველოს ევროპული ორბიტა

თბილისი პრაიდი 

საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”

საქართველოს მომავლის აკადემია

სასამართლოს გუშაგი

პლატფორმა სალამი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

წამების მსხვერპლთს ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT

მწვანე ალტერნატივა

უფლებები საქართველო

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი -EECMD

სოციალური სამართლიანობის ცენტრი