სიახლეები

19
თებერვალი2014

დისკუსიები იმერეთში: ტოლერანტობა და დისკრიმინაციის აკრძალვა

2014 წლის 17 თებერვალს, სამტრედიის #1 საჯარო სკოლაში და 18 თებერვალს, ზესტაფონის #2 საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსიები დისკრიმინაციის აკრძალვისა და ტოლენატობის საკითხებზე. დისკუსიებს უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი გიორგი მშვენიერაძე და ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

შეხვედრების მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში  დისკუსიების გამართვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაციის აკრძალვა, ტოლერანტობა, სეკულარიზმი, როგორც სახელმწიფოს მართვის განხორციელების პრინციპი. დისკუსიაზე ისაუბრეს ტოლერანტობის კუთხით რეგიონში და ზოგადად საქართველოში არსებულ ვითარებაზე,  უმცირესობების უფლებებზე და მათი დაცვის მექანიზმებზე.

შეხვედრებს ესწრებოდნენ სამტრედიისა და ზესტაფონის სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების ლიდერები და მენტორ-მასწავლებლები,  დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები,  პედაგოგები და რიგითი მოქალაქეები.  აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის დისკუსიები სამტრედიასა და ზესტაფონში  პირველად გაიმართა. სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ამ სახის დისკუსიები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ტოლერანტობის კულტურისა  და სამოქალაქო ცნობიერების  ამაღლებას.

დისკუსია განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.