დისკუსია ბათუმში ტოლერანტობის თემაზე

2013 წლის 26 დეკემბერს, ბათუმის „პრეს კაფეში“ გაიმართა დისკუსია ტოლენატობის საკითხებზე. დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

 

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში  დისკუსიების გამართვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტოლერანტობა, სეკულარიზმი, როგორც სახელმწიფოს მართვის განხორციელების პრინციპი. დისკუსიაზე შეაჯამეს 2013 წელს ტოლერანტობის კუთხით არსებული ვითარება, ისაუბრეს უმცირესობების უფლებებზე და მათი დაცვის მექანიზმებზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები,  კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.

 

უახლოეს ხანში მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება ზუგდიდში, თელავში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

 

დისკუსია განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.