სიახლეები

07
მარტი2019

კოალიციის განცხადება „TV პირველისა“ და „არტარეის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება 2019 წლის 6 მარტს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ერთ ნაწილს, სადაც საუბარია სამ მოთხოვნაზე, რომელიც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა შესრულდეს

05
მარტი2019

მამუკა ხაზარაძის განცხადება ამყარებს ეჭვებს საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გამოსვლისას, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის შემცველი წერილი მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან, რომელიც მისგან გარკვეული მოთხოვნების შესრულებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით და გარეთ რეპუტაციის შელახვით დაემუქრა.

27
თებერვალი2019

კოალიცია თანასწორობისთვის საქართველოს აზერბაიჯანელებთან დაკავშირებით მარიამ ჯაშის განცხადებას ეხმიანება

კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის საჯარო განცხადებას, საქართველოს აზერბაიჯანელ თემთან დაკავშირებით და მოუწოდებს პარლამენტის წევრს, მისი პოლიტიკური ხედვები და განცხადებები მოქალაქეობის კონსტიტუციურ იდეას დაუახლოვოს და არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება.

27
თებერვალი2019

კოალიციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებული სამუშაო ფორმატი დატოვა

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შემუშავებისთვის შექმნილი სამუშაო ფორმატი დატოვა, რადგან ის არ ემსახურება რეალურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას, რომელმაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა და პროცესის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარმართვა უნდა უზრუნველყოს.

21
თებერვალი2019

„კოალიცია თანასწორობისთვის“ დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის მხრიდან დისკრიმინაციული და სტიგმის გამაძლიერებელი მოსაზრების გამოხატვის საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მიერ გაჟღერებულ სტერეოტიპულ, სტიგმის გამაძლიერებელ და ღირსების შემლახველ მოსაზრებას და დამოუკიდებელ ინსპექტორს  საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს.

21
თებერვალი2019

ღია წერილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს

მართლმსაჯულების ბედით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები მოგმართავთ როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრებს. მართლმსაჯულებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ აქამდეც გაგვიკეთებია განცხადებები, სადაც ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს, ამა თუ იმ ინსტიტუტს მივმართავდით. თუმცა, ჩვენი ადრესატი თქვენ აქამდე არ ყოფილხართ, რადგან ყველა ქვეყანაში საკუთარი ბედის შესახებ გადაწყვეტილებებს ამ ქვეყნის მოქალაქეები იღებენ, პარტნიორების ამოცანა კი კეთილი რჩევის მიცემა და მხარდაჭერაა. 

15
თებერვალი2019

სს „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვას აჩენს

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო პერიოდში, სს „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ, კერძო საკუთრების, განსაკუთრებით წარმატებული ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.

11
თებერვალი2019

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები დეკანოზი გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმეს ვეხმიანებით და სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტური სტანდარტების დარღვევაზე ვუთითებთ და საქართველოს პრეზიდენტის მისი შეწყალებისკენ მოვუწოდებთ.