სიახლეები

04
მარტი2022

განცხადება: ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ

ჩვენ, განცხადების ხელმომწერ საქართველოსა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მიგვაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის აქტია სუვერენული სახელმწიფოს წინაღმდეგ და წარმოადგენს ევროპული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის დარღვევის მცდელობას, რაც საერთაშორისო საზოგადოებისაგან მაქსიმალურად მკაცრ რეაგირებას მოითხოვს. დღეს უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანის წინააღმდეგ ბრძოლის საოცარ მაგალითს იძლევა და დემოკრატიული მსოფლიოს ვალია, მხარი დაუჭიროს მას ამ უთანასწორო ბრძოლაში.

04
მარტი2022

“ალტ-ინფო” პუტინის რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს ამართლებს

GDI-ს თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ სამართალდამარღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით მიმართა.

01
მარტი2022

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ რუსეთთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების დაბლოკვას ითხოვს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კომუნიკაციების კომისიას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს მიიღონ ეფექტიანი ზომები საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის სხვა პროპაგანდისტული მედიების შეჩერებისთვის.

26
თებერვალი2022

კოალიციის „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ განცხადება

რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის, უკრაინაზე თავდასხმისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასიკვდილო იარაღის გამოყენების ფონზე, გავრცელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს. ასევე, მმართველმა პარტიამ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინის საკითხზე.

24
თებერვალი2022

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკანონოდ გათავისუფლებულ ნოტარიუსს უფლებამოსილება გაუგრძელა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტსა და 19 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლთაც სამინისტროს დაევალა უკანონოდ გათავისუფლებულ ნოტარიუსთან მიმართებით საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევის შედეგად ახალი ბრძანების მიღება.  მედეა გვაზავას ინტერესებს სასამართლოში GDI იცავდა.

16
თებერვალი2022

"სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის საქმეზე

2022 წლის 16 თებერვალს, GDI-მ სახელმწიფო ინსპექტორის საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს “სასამრთლოს მეგობრის” მოსაზრება გაუგზავნა. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეხება სარჩელის პრინციპულად მნიშვნელოვან ნაწილს - სადავოდ გამხდარ ნორმათა მოქმედების დროებით შეჩერებას.

11
თებერვალი2022

მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს სახელმწიფო ინსპექტორის კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. ეს აუცილებელია, პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესის შესაჩერებლად, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების დასაცავად და მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.

09
თებერვალი2022

შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების შეფასება

ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია საზოგადოების ფონდმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, სამართლიანმა არჩევნებმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ პუნქტობრივად გააანალიზეს დოკუმენტში დადებული პირობების შესრულება პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან.