სიახლეები

04
აპრილი2022

GDI და HRC პროკურატურას განაჩენის გასაჩივრებისკენ მოუწოდებენ

GDI და HRC ეხმაურებიან 2022 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიერ გამოცხადებულ განაჩენს 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელშიც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იცავს „რადიო თავისუფლების“ დაზარალებული ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას, ხოლო ადამიანის უფლებათა ცენტრი დავით ქორიძის ინტერესებს.

23
მარტი2022

საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს

დღეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების შედეგად მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის და ზოგადად მსოფლიო წესრიგის გადახედვის მოწმენი ვხდებით. დასავლური სამყარო, ბევრისთვის მოულოდნელად, უპრეცედენტო ერთიანობას აჩვენებს და არა მხოლოდ უკრაინას უდგას გვერდით მისი სამხედრო და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად, არამედ ძალიან დიდ და მტკივნეულ ფასს ახდევინებს რუსეთს.

19
მარტი2022

მომდევნო 10 ნაბიჯი ევროპის კავშირში გაწევრების გზაზე

საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესი წარმოადგენს ქართველი ხალხის ურყევ  ნებას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა ქვეყნის ევროპის კავშირში გაწევრების განაცხადი.

18
მარტი2022

განცხადება „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით

GDI ეხმაურება და გმობს აქტივისტების მიმართ პრორუსული ჯგუფის, „ალტ-ინფოს“, წარმომადგენლებისა თუ მხარდამჭერების მიერ განხორციელებულ მუქარას და მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ პირს, ვინც ღიად უცხადებს პროტესტს პრორუსული გავლენების გავრცელებას საქართველოში.

17
მარტი2022

კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათილად ცნოს გადაწყვეტილება დავიდ ფრენკელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ

2022 წლის 6 მარტს, დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების „მედიაზონის” ჟურნალისტი დავიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ჟურნალისტი „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.“

14
მარტი2022

საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას უკრაინელი ლტოლვილების რეალური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ უკრაინიდან ლტოლვილების ორგანიზებული მიღებისა და უკვე საქართველოში მყოფი ლტოლვილების რეალურ მხარდაჭერაზე მიმართული სისტემური პოლიტიკის ამუშავებისკენ. 

09
მარტი2022

განცხადება ნიკა გვარამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით

2022 წლის 9 მარტს, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის სამი წლის განმავლობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთი ბოლო სასამართლო განხილვაა ჩანიშნული. შესაძლებელია, რომ სასამართლომ იმავე სხდომაზე განაჩენი გამოიტანოს.

07
მარტი2022

სამოქალაქო საზოგადოება მიესალმება ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 3 მარტს ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. პროცესის შემდგომი ეტაპი ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ითვალისწინებს. მისასალმებელია, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას მხარი დაუჭირა მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა.