სიახლეები

21
თებერვალი2019

ღია წერილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს

მართლმსაჯულების ბედით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები მოგმართავთ როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრებს. მართლმსაჯულებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ აქამდეც გაგვიკეთებია განცხადებები, სადაც ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს, ამა თუ იმ ინსტიტუტს მივმართავდით. თუმცა, ჩვენი ადრესატი თქვენ აქამდე არ ყოფილხართ, რადგან ყველა ქვეყანაში საკუთარი ბედის შესახებ გადაწყვეტილებებს ამ ქვეყნის მოქალაქეები იღებენ, პარტნიორების ამოცანა კი კეთილი რჩევის მიცემა და მხარდაჭერაა. 

15
თებერვალი2019

სს „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვას აჩენს

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო პერიოდში, სს „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ, კერძო საკუთრების, განსაკუთრებით წარმატებული ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.

11
თებერვალი2019

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები დეკანოზი გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმეს ვეხმიანებით და სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტური სტანდარტების დარღვევაზე ვუთითებთ და საქართველოს პრეზიდენტის მისი შეწყალებისკენ მოვუწოდებთ.

05
თებერვალი2019

,,კოალიცია თანასწორობისათვის“ სოფიო კილაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

,,კოალიცია თანასწორობისათვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, იმოქმედოს პარლამენტის წევრისათვის დადგენილი ეთიკის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად და შეწყვიტოს დაუსაბუთებელი თავდასხმები ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა თუ ცალკეული აქტივისტების მიმართ.

01
თებერვალი2019

პლატფორმა „არა ფობიას!“ ვიტალი საფაროვის მკვლელობის ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულად კვალიფიკაციას ითხოვს

პლატფორმა “არა-ფობიას!”  ეხმაურება 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის სასტიკი მკვლელობის შემთხვევასდა მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას საქმე გადაკვალიფიცირდეს ჯგუფურ დანაშაულად.

29
იანვარი2019

ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკა აღკვეთოს

საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო ჩანაწერი. ეკა ბესელია უკანონო ჩანაწერის გავრცელებას მის წინააღმდეგ დაფინანსებულ ცილისმწამებლურ კამპანიას უკავშირებს და მორალურ ტერორად აფასებს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატურების განხილვა. 

24
იანვარი2019

წინადადებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურის რეგულირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში უზრუნველყოფს ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს დაკომპლექტების ობიექტურ პროცესს, თუ მოსამართლის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში.

22
იანვარი2019

"კოალიცია თანასწორობისათვის" გმობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სიძულვილის ენის გამოყენებას

2019 წლის 21 იანვარს გაიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა ამავე კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე. სხდომაზე მიწვეული იყვნენ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.