ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის

2015 წლის  27 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ახალციხეში, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ოფისში  გამართა ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის  ადამიანის უფლებების დაცვის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით.

 

ტრენინგს  უძღვებოდა „საქართველოს დემოკრატიული  ინიციატივის“ გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

 

ტრენინგის მიზანი იყო ხელი შეუწყოს ეთნიკურად და რელიგიურად  მრავალფეროვანი რეგიონის  სამოქალაქო განათლების პედაგოგებს  ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის პრინციპების სწავლებაში.

 

ტრენინგში მონაწილეობდნენ ქალაქ ახალციხის, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების სხვილისის, ღრელის, მინაძის, მუსხის,  ადიგენის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის,  ვალეს და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების რუსთავის, აწყვიტის  საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლები. მონაწილეებს გადაეცათ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადებული ვიდეო გაკვეთილის ნიმუშები თემებზე: „თანასწორობა და ტოლერანტობა“ და „ღირსებიდან უფლებამდე“ და სერტიფიკატები.

 

ტრენინგი გაიმართა პროექტის – „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.