GDI საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2013 წლის 27 ივნისს, დილის საათებში თბილისი თვითმართველობის თანამშრომელთა დაკავებას ეხმიანება

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2013 წლის 27 ივნისს, დილის საათებში დააკავეს თბილისის მერიის სხვადასხვა თანამდებობის პირები და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

 

დაკავებულ პირთა განცხადებით, მათი ნაწილი გადაყვანილ იქნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში. დაკავებულთა ნაწილს ხელბორკილები დაკავებისთანავე (ან დაკავებიდან რამოდენიმე წუთში) დაადეს, ხოლო ნაწილს შენობაში გადაყვანის შემდეგ.

 

აღსანიშნავია, რომ მამუკა ახვლედიანი (საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე), თითქმის ერთი საათის განმავლობაში მანქანით ატარეს თბილისის ქუჩებში და მოგვიანებით პირდაპირ ავტომობილიდან გაათვისუფლეს.

 

როგორც დაკავებული პირები აცხადებენ, დაკავებისას მათ არ აუხსნეს, თუ რა დანაშაულის ჩადენაში ედებოდათ ბრალი, ასევე არ გააცვნეს ძირითადი უფლებები.

 

მათივე განცხადებით, საგამოძიებო სამსახურში მიყვანის შემდეგ, მათ მიმართ დაიწყეს დაკავების ოქმების შედგენა და ნაწილს განუმარტეს, რომ მათ ბრალი ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, თუმცა მას შემდეგ რაც ოქმის შემდგენებმა სავარაუდოდ ზემდგომთაგან გაურკვეველი მითითება მიიღეს, შეწყვიტეს დაკავების პროცედურა და გაანადგურეს შედგენილი დოკუმენტაცია.

 

როგორც დაკავებულები აცხადებენ, ამის შემდეგ, ფორმალურად შედაგინეს მათი მოწმის სახით დაკითხვის ოქმები, სადაც უბრალოდ დაფიქსირდა მათი დემოგრაფიული მონაცემები და სამუშაო გამოცდილება.

 

მოგვიანებით ყველა დაკავებული პირი მათთვის დამატებითი ახსნა-განმარტების მიცემის გარეშე გათავისუფლდა, ხოლო საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მათი საგამოძიებო სამსახურში ყოფნა შეაფასა არა როგორც დაკავება, არამედ როგორც მოწმეთა მიყვანა.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მიიჩნევს, რომ საგამოძიებო სამსახურის მოხელეთა მიერ ადგილი ქონდა ხსენებული პირების კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების ხელშაუვალობის უფლების  უხეშ დარღვევას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის შინაარსზე მსჯელობისას (რომელიც იცავს პირთა თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებას), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნა, რომ „პირი დაკავებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც დაკავებისათვის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი … შეუზღუდავს ადამიანს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებას … დაკავებულისათვის უფლებათა განმარტება უნდა განხორციელდეს მისი დაკავებისთანავე, მოთხოვნა დამცველის დახმარებაზე უნდა დაკმაყოფილდეს მაქსიმალურად გონივრულ ვადაში.“

 

იდენტური შინაარსისაა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 პუქნტი, რომლის თანახმად: „პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან.“ ამავე ნორმის თანახმად, „დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად.“ საქართველოს კანონმდებლობით „დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს, განუმარტოს, რა დანაშაულის ჩადენაშია ის ბრალდებული, და აცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლოში.“

 

ფაქტია, რომ ყველა ზემოხსენებულ პირს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შეეზღუდათ „თავისუფალი მიმოსვლის უფლება“ და ისინი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სწორედ დაკავებულებად უნდა მივიჩნიოთ, ხოლო საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა მათი დაკავება სასამართლო აქტის გარეშე განახორციელეს.

 

არადამაჯერებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გაცხადებული არგუმენტი, რომ აღნიშნული პირები როგორც მოწმეები ისე იყვნენ მიყვანილი საგამოძიებო ორგანოებში. საქართველოს კანონმდებლობით, იმისათვის რომ მოწმე იძულებით მიიყვანონ საგამოძიებო ორგანოში, აუცილებელია სათანადო საფუძვლების არსებობა და მოსამართლის ბრძანება. მსგავსი აქტის არსებობის შესახებ კი ინფორმაცია არც დაკავებულთათვის მიუწოდებიათ და არც საგამოძიებო ორგანოს გაუვრცელებია.

 

შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ხსენებულ პირთა დაკავება ატარებდა რა უკანონო ხასიათს და შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით  გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია ხსენებულ ფაქტზე დაიწყოს გა