თანასწორობის დაცვის მნიშვნელობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

2023 წლის 26 სექტემბერს საქართველოს გაეროს ასოციაციის, USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა (GDI) და სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" ორგანიზებით ჩატარდა დისკუსია თემაზე: „თანასწორობის დაცვის მნიშვნელობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“.

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: ნინო ლომჯარია, გიგი გიგიაძე და საბა ბრაჭველი, ხოლო მოდერატორობა მარი კაპანაძემ, სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ კოორდინატორმა, გასწია. 

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და ამავე მიზნით ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან იმ პირობების შესრულება, რომელიც თანასწორობას შეეხება. მათ შორის მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს გენდერული თანასწორობისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებსა და გამოწვევებზე. 

დისკუსიაში აქტიურად ჩართვნენ დამსწრეები: სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

 

ღონისძიება გაიმართა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.