თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა და განხორციელდა 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა.

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) მოამზადა ამავე სამოქმედო გეგმის მესამე პრიორიტეტის (ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა) ფარგლებში დასახული სამი მიზნის შესრულების ანგარიში, რომელიც შეეხება:

  • სამოქალაქო, პოლიტიკურ და საჯარო მმართველობის ყველა დონეზე მონაწილეობის გაუმჯობესებას;

  • მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას;

  • თანასწორი, თანაბარუფლებიანი გარემოს განმტკიცებას.

განსაზღვრული 29 აქტივობიდან სრულად შესრულებულია - 15, ნახევარზე მეტი შესრულებულია - 10 შემთხვევაში, ხოლო ნახევარზე ნაკლები 4. 

სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები ძირითადად მოიცავდა ტრენინგებს საჯარო მოხელეთათვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საარჩევნო უფლებების რეალიზების მიზნით შესაბამისი დოკუმენტების თარგმნას, ასევე მედია პროდუქტისა და სხვადასხვა საინფორმაციო მასალის მომზადებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, სამუშაო შეხვედრებს, ტრენინგებს, სემინარებს და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას. 

აქტივობათა ძირითადი ნაწილი უმეტესად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაზეა ფოკუსირებული და არ აუმჯობესებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობას სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით ყურადღება გამახვილებულია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ინფორმირებაზე და ნაკლებადაა გათვალისწინებული ფართო საზოგადოების როლი. 

ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „უფლებების მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“, ფარგლებში. 

 

ანგარიშის სრული ვერსია