სიძულვილის ენა თუ გამოხატვის თავისუფლება - შეხვედრები ოზურგეთსა და ქუთაისში

25-26  მარტს, ოზურგეთსა და ქუთაისში GDI- გამართა შეხვედრები სიძულვილის ენის შესახებ. შეხვედრებს უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა დამცველი გიორგი მშვენიერაძე და  GDI -ის მკვლევარ-იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი.

გიორგი მშვენიერაძემ ისაუბრა სიძულვილის ენის დეფინიციაზე, მიმოიხილა ჩვენი ქვეყნის  ბრძოლის გამოცდილება  სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ . მან ასევე ისაუბრა მე-19 - მე-20 საუკუნის საზოგადო მოღვაწეების საქმიანობაზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ. საუბარი ასევე შეეხო სიძულვილის ენის დასჯადობის საკითხს და ზოგადად რა საფრთხეებს შეიცავს სიძულვილის ენის ტირაჟირება საზოგადოებისთვის.

ვასილ ჟიჟაშვილმა ისაუბრა იმ ზღვარზე ომელიც გადის გამოხატვის თავისუფლებასა და  სიძულვილის ენას შორის, როგორ უნდა განვასხვავოთ ისინი ერთმანეთისგან. დასასრულს მომხსენებლებმა მიმოიხილეს კონკრეტული მაგალითები.

შეხვედრის მონაწილეებს GDI -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა  მიაწოდა ინფორმაცია ვებ-რესურზესამოქალაქო განათლება ყველასთვისმიმდინარე სამოქალაქო განათლების მე-7 ოლიმპიადის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრები წევრები და  საჯარო სკოლის მოსწავლეები.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამაერთიანობა მრავალფეროვნებაშიაფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.