შეხვედრები ზუგდიდსა და ბათუმში

22-23 ივნისს GDI -იმ შეხვედრები გამართა ზუგდიდსა და ბათუმში ეთნიკური  უმცირესობების სამოქალაქო-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრებს ესწრებოდნენ X-XI კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და სამოქალაქო აქტივისტები.

შეხვედრაზე GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების ხელმძღვანელმა მარი კაპანაძემ  და GDI-ის იურისტ-მკვლევარმა, ვასილ ჟიჟიაშვილი  ისაუბრეს ევროკავშირის 12 პირობის შესრულების პროგრესსა და ამ პირობების შეუსრულებლობის  გავლენაზე საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესებზე.

შეხვედრებზე აღნიშნეს, რომ დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.