შეხვედრები ნინოწმინდასა და ახალქალაქში

8 და 9 ნოემბერს, GDI-მ გამართა შეხვედრები ეთნიკური უმცირესობებისთვის  განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის შესახებ ნინოწმინდისა და ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრებში.

შეხვედრებზე ფსიქოლოგმა გოჰარ აღჯოიანმა ახალგაზრდებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და ისაუბრა იმ რთულ, მაგრამ წარმატებულ გზაზე, რომელიც გაიარა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე.

განათლების ექსპერტმა რევაზ აფხაზავამ კი შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სიკეეთებს მოუტანს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ევროკავშირში ინტეგრაცია  განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით. საუბარი ასევე შეეხო პროფესიის არჩევის დროს ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განათლების მნიშვნელობა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრებს ესწრებოდნენ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.