შეხვედრა საგარეჯოში ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე

27 თებერვალს, GDI-მ გამართა შეხვედრა განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის.

შეხვედრაზე განათლების ექსპერტმა რევაზ აფხაზავამ ისაუბრა განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე,  ასევე თუ რა სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად განათლების სფეროში და რა გავლენას იქონიებს ეს ახალგაზრდების განათლების ხარისხზე.

საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მთვარისა ბაღათრიშვილმა ისაუბრა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, ნაადრევი ქორწინების პრობლემასა  და განათლების მნიშვნელობაზე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრებს ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.