შეხვედრა რუსთავში განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე

6 დეკემბერს, GDI-მ გამართა შეხვედრა განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის.

შეხვედრაზე განათლების ექსპერტმა რევაზ აფხაზავამ ისაუბრა განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე,  საუბარი ასევე შეეხო პროფესიის არჩევის დროს ქვემო ქართლის რეგიონში ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებს და განათლების მნიშვნელობას ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში.

GDI-ის  იურისტ-მკვლევარმა ვასილ ჟიჟიაშვილმა ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ასევე მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, რა სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად განათლების სფეროში და რა გავლენას იქონიებს ეს ახალგაზრდების განათლების ხარისხზე.

შეხვედრებს ესწრებოდნენ ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეები.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.