შეხვედრა მარნეულში განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე

20 ნოემბერს, GDI-მ გამართა შეხვედრა ეთნიკური უმცირესობებისთვის  განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის.

განათლების ექსპერტმა რევაზ აფხაზავამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სიკეეთებს მოუტანს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ევროკავშირში ინტეგრაცია  განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით. საუბარი შეეხო პროფესიის არჩევის დროს რეგიონში ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განათლების მნიშვნელობას ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში.

ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ჩინარა კოჯაევა ისაუბრმა თემში ნაადრევი ქორწინების პრობლემასა და იმ დაბრკოლებებზე, რასაც ნაადრევი ქორწინება უქმნის სრულფასოვანი განათლების მიღებას.

შეხვედრებს ესწრებოდნენ ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი” (CEAC) ბენეფიციარები და მარნეულის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.