შეხვედრა გარდაბანში

19 სექტემბერს GDI -იმ შეხვედრა  გამართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის ახალგაზრდულ ცენტრში. შეხვედრის თემა იყო ეთნიკური  უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევები. აგრეთვე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. 

შეხვედრებს ესწრებოდნენ X-XII კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო აქტივისტები.

შეხვედრაზე GDI-ის  იურისტ-მკვლევარმა, ვასილ ჟიჟიაშვილმა და იურისტმა ეკატერინე სუბელიანმა  ისაუბრეს ევროკავშირის 12 პირობის შესრულების პროგრესსა და ამ პირობების შეუსრულებლობის გავლენაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

GDI -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა მონაწილეებს ასევე გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაძლიერების მიმართულებით.

 

შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.