შეხვედრა ახალციხეში

25 სექტემბერს GDI-მ შეხვედრა გამართა ახალციხეში, “დემოკრატ მესხთა კავშირის” ოფისში, თემაზე - “ეთნიკური  უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევები”. ასევე, შეხვედრაზე GDI-ის  იურისტ-მკვლევარმა, ვასილ ჟიჟიაშვილმა და იურისტმა ეკატერინე სუბელიანმა ისაუბრეს ევროკავშირის 12 პირობის შესრულების პროგრესსა და ამ პირობების შეუსრულებლობის გავლენაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში და GDI -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაძლიერების მიმართულებით. 

შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, X-XII კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და სტუდენტები. მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ შეხვედრის ბოლოს გამართულ დისკუსიაში.

 

შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.