სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ სპეციალური ანგარიში

სამოქალაქო პლატფორმაარა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები წარმოგიდგენთ სპეციალურ ანგარიშს: „თანასწორობის პოლიტიკა საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ფონზე“.

წინამდებარე ანგარიში ძირითადად ეთმობა სახელმწიფოს მიერ მიღებულ ღონისძიებებს და პოლიტიკას კონკრეტული ჯგუფების მიმართ ჩადენილი სიძულვილის დანაშაულების წინააღმდეგ. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ჯგუფებზე, რომლებზეც სამოქალაქო პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მუშაობენ და, რომლებიც, სამწუხაროდ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სამიზნეები არიან. ეს ჯგუფებია: მედიის წარმომადგენლები/ჟურნალისტები, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების მქონე ადამიანები, ლგბტქი+ ადამიანები და რელიგიური უმცირესობები. ამავდროულად, ზოგიერთ ნაწილში ანგარიშში საუბარია თითოეული ამ ჯგუფის ზოგად უფლებრივ მდგომარეობაზეც, კონტექსტისა და პრობლემათა მასშტაბის უკეთესად წარმოსაჩენად.

ანგარიში ძირითადად ეფუძნება 2021-2022 წლებსა და 2023 წლის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენების ანალიზს და ეყრდნობა  სამოქალაქო პლატფორმაარა ფობიას!“ ორგანიზაციების წარმოებაში არსებული საქმეების შეფასებას, მათ ანგარიშებს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით მიღებულ პასუხებს, ასევე, საჯაროდ ხელმისაწვდომ სხვა ინფორმაციას და სტატისტიკას. 

ანგარიშში ასახულია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის და, ზოგადად, თანასწორობის დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, ტენდენციები და გამოწვევები. ასეთ გამოწვევებად იკვეთება შემდეგი საკითხები:

  • სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არასათანადო პრევენცია და გამოძიების არაეფექტიანობა (მაგალითად, დისკრიმინაციული მოტივის არგამოკვეთა/სავარაუდო დანაშაულთა არასწორი კვალიფიკაცია),
  • სამართალდამცავთა მიმართ მოწყვლადი ჯგუფების ნდობის ნაკლებობა;
  • სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე წარმოებული სტატისტიკის ხარვეზები;
  • დისკრიმინაციული რიტორიკის სიმწვავე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან და ამ რიტორიკის პოლიტიკურ-პოპულისტურ ინსტრუმენტად გამოყენება;
  • სახელმწიფოს სავარაუდო კავშირი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან;
  • კანონმდებლობის გაუარესება ახალი დისკრიმინაციული ნორმების შემოღების გზით არსებული დისკრიმინაციული ჩანაწერების გამოსწორების ნაცვლად;
  • ლგბტქი+ თემის უგულვებელყოფა თანასწორობის პოლიტიკის დონეზე.

ამდენად, იკვეთება რომ სახელმწიფო არ ზრუნავს თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფაზე ქვეყანაში და არ დგამს საკმარის ნაბიჯებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად. მეტიც, ხშირ შემთხვევაში იგი თავად არის ასეთი დანაშაულების გახშირების გამომწვევი საკუთარი ქმედებებითა და უმოქმედობით.

წინამდებარე დოკუმენტში ასევე მოცემულია რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის და, ზოგადად, თანასწორობის დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ანგარიშის მომზადებაზე მუშაობდნენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თანასწორობის მოძრაობა.

ანგარიში მომზადდა სამოქალაქო პლატფორმაარა-ფობიას!“ მიერ, USAID-ის პროგრამისერთიანობა მრავალფეროვნებაშიაფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ) და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

ანგარიშის სრული ვერსია