„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ ონლაინ პლატფორმის ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება

სამოქალაქო განათლება ყველასათვის (civiceducation.ge) ონლაინ პლატფორმის ფარგლებში GDI-იმ  2023 წელს სამოქალაქო განათლების მე-6 ონლაინ ოლიმპიადა გამართა და გამარჯვებულები გამოავლინა

ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ.   ფოთის #5 საჯარო სკოლის  XII კლასის მოსწავლე ქრისტინე სურმავა, მეორე ადგილზე გავიდა თბილისის #192-ე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ნეფარიძე, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ჟიული შარტავას სახელობის . რუსთავის #4 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ნინი ჩაჩხიანი.

ოლიმპიადის წესების თანახმად პერსონალური კომპიუტერი გადაეცა საჩუქრად ოლიმპიადის სომხურ ვერსიაში საუკეთესო შედეგის მქონე, წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეს სონია ნაზარეტიანს.   

ოლიმპიადის წესების თანახმად პერსონალური კომპიუტერი გადაეცა ჯილდოდ ოლიმპიადის პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული მოსწავლის მასწავლებელს, კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს კლარა დვალიშვილს.

გამარჯვებულ მოსწავლეებს და მასწავლებელს პრიზები გადასცეს GDI-ის თავმჯდომარემ ედუარდ მარიკაშვილმა, სამოქალაქო განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების ხელმძღვანელმა მარი კაპანაძემ და მკვლევარმა-იურისტმა ვასილ ჟიჟიაშვილმა.

სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ ასევე  მე-4 - მე-9 ადგილზე გასულ მოსწავლეებს. გამარჯვებულ ათეულში იყვნენ თბილისის,  კასპის, რუსთავის, გორის, მარნეულის და მცხეთის მუნიციპალიტეტების VII-XI კლასის მოსწავლეები. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 1273 - მა მოსწავლემ, მათ შორის 1211 -მა ქართულ ენაზე, 151 -მა კი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

2023 წლის სამოქალაქო განათლების ონლაინ ოლიმპიადა გაიმართა პროექტის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობის წახალისება სამოქალაქო განათლების გზით ფარგლებში. პროექტი ხორციელდება RFSU- სა და SIDA- დაფინანსებით.

GDI- civiceducation.ge 2016 წელს შექმნა და 2018 წელს დაამატა ვებ-რესურსის სომხური და აზერბაიჯანული ვერსიები, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.