სამართლებრივი სახელმწიფო და შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ტრენინგები დასავლეთ საქართველოში

2014 წლის 4-7 ნოემბერს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ დასავლეთ საქართველოს ოთხ ქალაქში ჩაატარა ტრენინგები თემაზე „სამართლებრივი სახელმწიფო და შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება". ტრენინგების მიზანი იყო ახალგაზრდებში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

ტრენინგები გაიმართა პროექტის – „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.

 

ტრენინგს  უძღვებოდა  ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი გიორგი მშვენიერაძე.

 

ტრენინგებზე ყურადღება გამახვილდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე, განხილულ იქნა საქართველოს კონსტიტუციური სტანდარტი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებასთან მიმართებაში, ასევე უფლების მნიშვნელობა და კონსტიტუციით დაცული სფერო, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, როგორც კოლექტიური უფლება და სხვა.

 

4 ნოემბერს ტრენინგი გაიმართა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და მასში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე ქუთაისის #2, #15, #9, #41 და სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის მე-11 და მე- 12 კლასების მოსწავლეებმა.

 

5 ნოემბერს ტრენინგი გაიმართა ზუგდიდში, თემის განვითარების ცენტრში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს  შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის  სტუდენტებმა და ზუგდიდის  #1 და #7 საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა.

 

6 ნოემბერს ტრენინგი გაიმართა ოზუგეთში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებულ ლიდერთა სკოლაში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ოზურეგთის #1, #2, #3  საჯარო სკოლების, წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლისა და  წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა, ასევე სოფელ მელექედურის, სოფელ ოზურგეთის, სოფელ გურიანთას, სოფელ ლაითურის, სოფელ ცხემლისხიდის და სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლების უფროსკლასელებმა.

 

7 ნოემბერს ტრენინგების ციკლი დასრულდა ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“. ტრენინგში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე ბათუმის #1, #2 #6, #8  და #22 საჯარო სკოლების და კერძო სკოლის „მედიანა 2011“ მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები.