საბჭოს სხდომათა მიმდინარეობა - ოქტომბერი

2023 წლის ოქტომბრის თვეში საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია 4-ჯერ გამოაქვეყნა, თუმცა ორჯერ ჩატარდა. მათ შორის ერთ-ერთი სამუშაო საათების შემდგომ ღამის 10 საათზე. 

 

18.10.2023 

  • სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 17 ოქტომბერს, სამ დღიანი ვადის დარღვევით;

  • სხდომა 55 წუთის დაგვიანებით დაიწყო;

  • სხდომას არ ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე, მოსამართლე წევრი ლევან მურუსიძე და ახალდანიშნული არამოსამართლე წევრი გოგა კიკილაშვილი;

  • ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად;

  • სხდომა 15 წუთი გაგრძელდა;

 

სხდომაზე განხილული იქნა შემდგომი საკითხები:

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები:

  • პირველი წერილი შეეხებოდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს - დეპარტამენტი ითხოვდა თანხმობას ორი დამხმარე შენობის (გარაჟისა და სველი წერტილის) დემონტაჟზე;

  • მეორე წერილი შეეხებოდა თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სხდომის დარბაზში სახურავის რეაბილიტაციას, რადგან იგი წვიმამ დააზიანა; 

  • მესამე წერილი შეეხებოდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ბალანსზე არსებული კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამოწერასა და ქონების მართვის სააგენტოსთვის გადაცემას;

  1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის წერილი - მოიხსნა;

  2. იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული საკითხები - შეეხეოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალდანიშნული არამოსამართლე წევრის გოგა კიკილაშვილის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლებას; 

  3. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ - მოიხსნა;

  4. საორგანიზაციო საკითხები - მოიხსნა; 

 

23.10.2023

  • სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 22 ოქტომბერს;

  • სხდომა დაინიშნა 23 ოქტომბერს 5 საათზე;

  • სხდომა გადაიდო დანიშნულ დრომდე 1 საათით ადრე, 4 საათზე;

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია დროულად არ განახლდა და სხდომის შესახებ ინფორმაცია წაიშალა 5 საათზე;

 

სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო:

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები;

  2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის წერილი;

  3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ; 

  4. განკარგულების პროექტი - საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის შესახებ;

  5. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;

  6. საორგანიზაციო საკითხები; 

 

24.10.2023 

  • სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 23 ოქტომბერს;

  • სხდომის დაწყების დრო შეიცვალა 23 ოქტომბერს 1 საათზე, გადაიწია 5 საათიდან 6 საათამდე;

  • სხდომა დაიწყო 3 საათისა და 30 წუთის დაგვიანებით, 9 საათსა და 34 წუთზე;

  • სხდომას არ ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე, არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა. ბოლო საკითხის განხილვისას სდომა დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძემ;

  • ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად;

  • სხდომა თითქმის 40 წუთი გაგრძელდა;

 

სხდომაზე განხილული იქნა შემდგომი საკითხები:

  1. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები - შეეხებოდა გაზრდილ 650 000 ლარის ოდენობით გაზრდილი ხარჯების ანაზღაურებას. გაზრდილი ხარჯები ძირითადად უკავშირდებოდა სათარჯიმნო მომსახურებას;

  2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის წერილი - რომლის საფუძველზეც თავმდჯომარე ითხოვდა საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანას. წერილის თანახმად საშტატო ნუსხაში ცვლილება არ იქნება და სასამართლოში კვლავ 10 მოხელე იმუშავებს, თუმცა დაემატება კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილება, რომელშიც შევა განყოფილების უფროსი და სპეციალისტი. რადგან თავჯდომარის მოთხოვნა საჭიროებს სასამართლოს რეორგანიზაციას საკითხის განხილვა გადაიდო;

  3. ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ - შეეხებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიუროს შექმნას. მდივნის ბიუროს ფუნქციებად განისაზღვრა:

  • ბიურო უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამუშაო განრიგის ორგანიზებულობასა და მის კოორდინაციას;

  • უზრუნველყოფს მდივნის დავალებით მოქალაქეებთან შეხვედრას;

  • კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს საბჭოს კოორდინაციას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

  • უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ანგარიშის გამოსვლების და მოხსენების მომზადებას;

  • უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, საბჭოს წევრების მიერ დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრებისა თუ სამუშაო ვიზიტების ორგანიზებას;

  • საბჭოს აპარატის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ფუნქციები:

    • ახორციელებს კონტროლს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის, საბჭოს აპარატის დებულების, შინაგანა წესის და სამსახურებრივი ეთიკის, მათ შორის ინტერესთა შეუთავსებლობის მოთხოვნების შესრულებაზე;

    • უზრუნველყოფს დისციპლინარული გადაცდომების ასახვას, შემოწმებას,  შედეგების შემოწმებას და ასევე დასკვნის საბჭოსათვის წარდგენას;

  1. განკარგულების პროექტი - საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის შესახებ - საბჭომ აირჩია საპროკურორო საბჭოს ორი წევრი ვასილ მშვენიერაძე და პაატა სილაგაძე;

ვასილ მშვენიერაძე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

იგი 2008 წლიდან იკავებდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში: 

  • 2008 წელს იყო გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე;

  • 2008 - 2017 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე;

  • 2015 - 2019 წლებში იყო საპროკურორო საბჭოს წევრი;

  • 2017 - 2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე;

  • 2017 - 2021 წლებში იყო  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

  • 2019 - 2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე;

  • 2020 წელს იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;

  • 2020 - 2021 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმდჯომარე;

  • 2021 - 2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმდჯომარე;

  • 2022 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

 

პაატა სილაგაძე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი. 

იგი 2013 წლიდან აქტიურად იკავებდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში: 

  • 2013 - 2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

  • 2017 - 2019 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე;

  • 2021 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

  • 2021 წლიდან ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 

პაატა სილაგაძემ კენჭისყრის პროცესის დროს საბჭოს სხდომათა დარბაზი დატოვა. 

  1. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ - მოიხსნა;

  2. საორგანიზაციო საკითხები - შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის წერილს სკოლაში მსმენელთა ჩარიცხვის შესახებ. ჩაირიცხა 19 მსმენელი.

 

31.10.2023 

  • სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 30 ოქტომბერს;

  • სხდომა დაინიშნა 31 ოქტომბერს 6 საათზე;

  • სხდომა გადაიდო დანიშნულ დრომდე 1 საათით ადრე, 5 საათზე;

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია დროულად არ განახლდა და სხდომის შესახებ ინფორმაცია წაიშალა 5 საათსა და 20 წუთზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მითითების შემდგომ;

 

სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო:

 

  1. ზოგიერთი მოსამართლის საწვავით უზრუნველყოფა;

  2. კანონპროექტი - “ამნისტიის შესახებ”;

  3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის წერილი;

  4. ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების შესახებ - კერძოდ ნინო გიორგაძის საჩივრის განხილვა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილვაზე უარის თქმის შესახებ;

  5. ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;

  6. საორგანიზაციო საკითხები;