კვლევის „გამოხატვის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვა“ პრეზენტაცია

2020 წლის 12 ივნისს GDI -იმ გამართა კვლევის „გამოხატვის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვა“ ონლაინ პრეზენტაციას. კვლევა მომზადდა  East-West Management Institute (EWMI), PROLoG, USAID-ის მხარდაჭერით.

წინამდებარე კვლევის მიზანია გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვასთან დაკავშირებით არსებული საქართველოსა და აშშ-ს, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შედარებითი ანალიზი.

კვლევის საჭიროება მომდინარეობდა საქართველოში ბოლო პერიოდში გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევებისა და, ხშირად, არაპროპორციული შეზღუდვებისა თუ სანქციების დაკისრების საგანგაშო სასამართლო პრაქტიკიდან.

კვლევა მოიცავს:

  • სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვის მიზნით  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო ჩარჩოს, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკისა (მაგ: .. ზვიად კუპრავას საქმე, .. ფადი ასლის საქმე და .) და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების ანალიზს;
  • სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვის მიზნით  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვას და შედარებით ანალიზს;
  • სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვის მიზნით  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით აშშ- უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვასა და შედარებით ანალიზს;
  • რეკომენდაციებს;

 

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

ადამ შმიდტი - USAID-საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორი;

დირკ ვორჰოფიპროფესორი, სამართლის დოქტორი, საერთაშორისო ექსპერტი;

ინგერ ჰოედ-რასმუსენი - დირექტორი, Legal Human Academy.

ნინო ბაქაქურისაქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;

ბესარიონ ლოლაძესამართლის დოქტორი, პროფესორი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;

გიორგი მშვენიერაძეგამგეობის თავმჯდომარე, GDI

გვანცა წულუკიძეკანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი, GDI

 

გამოხატვის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობისა დაცვა

სახელმძღვანელო დოკუმენტი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას