გამოხატვის თავისუფლება და „შარლ ებდო“

2015 წლის  25 იანვარს, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლებმა ახალციხეში, ადგილობრივ მუსლიმებთან გამართეს დისკუსია  თემაზე "გამოხატვის თავისუფლება და შარლ ებდო".

 

შეხვედრაზე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ მიმოიხილა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შესახებ არსებული კონსტიტუციური სტანდარტი, ევროპული და ამერიკული გამოცდილება. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

 

 შეხვედრა გაიმართა დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში.