გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდი (FESF)

GDI-მ 2023 წლის მარტში, შექმნა გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდი (FESF). ფონდის მიზანია დაეხმაროს ინდივიდებს გამოხატვის თავისუფლების არაძალადობრივი რეალიზების გამო მათზე დაკისრებული ფინანსური ტვირთის დაძლევაში. 

ფონდის მანდატი ვრცელდება 2023 წლის მარტის საპროტესტო აქციებისა და მას შემდგომ არაძალადობრივი გამოხატვის ფარგლებში მოქმედი პირების მიმართ დაკისრებული ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაზე თუკი, საქმე აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: 

  • საქმის გარემოებები აშკარად უკავშირდება გამოხატვის თავისუფლებას;
  • საქმის გარემოებების მიხედვით ბენეფიციარს საქართველოს კონსტიტუციისა და სართაშორისო სტანდარტების დარღვევით შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლება;
  • ბენეფიციარს არ აქვს ან შეზღუდული რესურსები აქვს დაკისრებულ ფინანსურ ტვირთთან გასამკლავებლად;
  • მხარდაჭერა მომავალში ხელს შეუწყობს და გააძლიერებს გამოხატვის თავისუფლების დაცვასა და რეალიზებას. 

FESF-ის მიერ მხარდაჭერის გაცემა: 

სავარაუდო ბენეფიციარებმა ან მათმა წარმომადგენლებმა სრულყოფილად უნდა შეავსონ და GDI-ს ოფიციალურ მეილზე გადმოაგზავნონ ან ფიზიკურად წარმოადგინონ  ხელმოწერილი განაცხადის ფორმა. განაცხადში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია და მას უნდა ერთვოდეს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც დაადასტურებს, როგორც გამოხატვის თავისუფლების არაძალადობრივი რეალიზების ფარლგებში მისი ამავე უფლების დარღვევის, ასევე მასზე ამ საფუძვლით ფინანსური ტვირთის დაკისრების ფაქტს. 

განაცხადის მიღების შემდეგ მხარდაჭერის გაცემის საკითხზე იმსჯელებს FESF-ის კომიტეტი, რომლის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში GDI ბენეფიციარზე გასცემს ფინანსურ მხარდაჭერას. 

FESF-ის კომიტეტის შემადგენლობა: 

  1. ედუარდ მარიკაშვილი - FESF-ის კომიტეტის თავმჯდომარე/წევრი. GDI-ს თავმჯდომარე. 

  2. ნინო ლომჯარია - FESF-ის კომიტეტის წევრი. Საქართველოს სახალხო დამცველი 2017-2022 წლებში. 

  3. ნონა ქურდოვანიძე - FESF-ის კომიტეტის წევრი. Საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. 

FESF-ის რესურსები (განახლებადია): ფონდში ამ ეტაპზე არსებული თანხა შეადგენს 13,394.85 ევროს.

დღემდე გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდს (FESF) მხარდაჭერისთვის მომართა 19-მა ბენეფიციარმა. მათგან მხარდაჭერა უკვე გაეწია 12 ადამიანს.

 

ფონდისთვის განაცხადით მომართვა: 

სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი შეგიძლიათ წარმოადგინოთ GDI-ს საკონტაქტო ელ-ფოსტაზე: info@gdi.ge ან ადგილზე შეავსოთ ფორმა GDI-ს ოფისში. მის: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, კ.4-8, ბ.6. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 11:00 - 19:00 სთ.