გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა სექსუალურ ძალადობაზე ანგარიში წარადგინეს.

წარდგენილი დოკუმენტი ხაზს უსვამს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში და საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებს სექსუალური ძალადობის მიმართულებით. ანგარიშში ასევე შემუშავებულია რეკომენდაციები სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის გაზრდის მიზნით კანონმდებლობისა და სისხლის სამართლის პროცესის გაუმჯობესების გზით.  ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ სექსუალური ძალადობის აღმოსაფრხვრელად ეფექტური სისხლის სამართლის მექანიზმების განვითარება  არის ფუნდამდენტური ნაბიჯი არსებითი თანასწორობის მისაღწევად ქალებისა და გოგონებისთვის საქართველოში.  

 

ხელმომწერი ორგანიზაციები

 

ანგარიშის სრული ვერსია