დისკუსია ახალციხეში - სამართლებრივი სახელმწიფო და ტოლერანტობის კულტურა

2015 წლის  26 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ახალციხეში, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ოფისში  გამართა დისკუსია თემაზე:    „სამართლებრივი სახელმწიფო და ტოლერანტობის კულტურა“.

 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსლიმი თემის წარმომადგენელი სტუდენტები.

 

შეხვედრაზე მიზანი იყო  ახალგაზრდებში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

დისკუსიას უძღვებოდა „საქართველოს დემოკრატიული  ინიციატივის“ გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

 

დისკუსიის მსვლელობისას განხილულ იქნა  სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. ასევე ისაუბრეს  ტოლერანტობის კულტურაზე, თანასწორობის პრინციპებსა და თანასწორობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის სამართლებრივ მექანიზმებზე,  საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და  ევროპულ და ამერიკული გამოცდილებაზე.

 

დისკუსია  გაიმართა პროექტის – „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.