დისკუსია თელავში ტოლერანტობის თემაზე

2014  წლის 2 თებერვალს, თელავის “მედია კაფეში“  გაიმართა დისკუსია ტოლენატობის საკითხებზე. დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და სამოქალაქო განათლების სპეციალისტი ნინო ერემაშვილი.

 

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში  დისკუსიების გამართვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტოლერანტობა, სეკულარიზმი, როგორც სახელმწიფოს მართვის განხორციელების პრინციპი. დისკუსიაზე შეაჯამეს 2013 წელს ტოლერანტობის კუთხით არსებული ვითარება, ისაუბრეს უმცირესობების უფლებებზე და მათი დაცვის მექანიზმებზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები,  სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.

 

დისკუსია განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.