დისკუსია გორში

2014  წლის 16 მარტს, გორში, კლუბ „ლიდერში“,   არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივა“ დისკუსია გამართა ჟურნალისტებისთვის თემაზე დისკრიმინაციის აკრძალვა და ტოლერანტობა.

 

დისკუსიას უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძემ, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და სამოქალაქო განათლების სპეციალისტი ნინო ერემაშვილი

 

ტრენინგს ესწრებოდნენ გორის რაიონის ჟურნალისტები.

 

დისკუსიის ძირითადი ნაწილი დაეთმო ქვეყანაში ტოლერანტობის კუთხით არსებულ ვითარებასა და ამ მიმართულკებით  რეგიონში არსებულ პრობლემებს.

 

დისკუსიაზე გამოიკვეთა ის პრობლემები, რომლებიც რეგიონის ჟურნალისტებს აწუხებთ.

 

საუბრისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მედიის მიერ სიძულვილის ენის გამოყენების საკითხს.

 

დისკუსია გაიმართა პროექტის „თანასწორობის ხელშეწყობა განათლების საშუალებით“  ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საელჩოს მიერ.