სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ წევრმა ორგანიზაციებმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტს საქართველოს მიერ ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს.
ალტერნატიული ანგარიში მომზადდა კომიტეტის მიერ კონვენციის აღსრულების მონიტორინგის მე-4 ციკლის ფარგლებში, რომლის განმავლობაშიც, კერძოდ 2023 წლის 15-19 მაისს, კომიტეტის დელეგაცია, მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ეწვევა. მონიტორინგის მე-4 ციკლის ბოლოს, კომიტეტი მიიღებს მოსაზრებას საქართველოს მიერ ჩარჩო კონვენციის აღსრულების შესახებ.
წარგდენილ ალტერნატიულ ანგარიშში შეფასებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონვენციის იმპლემენტაცია. დოკუმენტი ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების მიერ კომიტეტში გაგზავნილ მე-4 ანგარიშს, საკონსულტაციო კომიტეტის მიერ მიღებულ მე-3 მოსაზრებას საქართველოს შესახებ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ ბოლო რეზოლუციას ჩარჩო კონვენციის აღსრულების შესახებ და სხვა მასალებს, რომელიც რელევანტურია ეროვნული უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით.
ალტერნატიულ ანგარიშში განხილულია:
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" 2014 წლის 7 მაისს ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა, რათა პლატფორმას უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობა ქართულ პოლიტიკასა და მედია სივრცეში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლინებების აღმოსაფხვრელად. პლატფორმის მისიაა საჯარო სივრცეებში შეუწყნარებლობის, სიძულვილის ენისა და დიკსრიმინაციის შემთხვევების გამოვლენა, მათ წინააღმდეგ ბრძოლა და ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებაში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. მისი ღირებულებებია ტოლერანტობა, პლურარიზმი, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და სოლიდარობა. ამჟამად პლატფორმა აერთიანებს 16 წევრ ორგანიზაციას და საქმიანობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (USAID), პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პარტნიორებთან ერთად.