21-24 დეკემბერს GDI-ის თანამშრომლების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21-24 დეკემბრის გასვლითი სამუშაო შეხვედრის ძირითად მიზანს GDI- ორგანიზაციული განვითარებისა და მომავალი საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და 2024 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენდა.

საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით 2024 წელს GDI განსაკუთრებლ ძალისხმევას გასწევს იმ პრობლემების გადაჭრისკენ, რომელიც გამოწვევად რჩება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასეთი საკითხებია: კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობა, გამოხატვის, მედიის და შეკრება-მანიფესატციის თავისუფლება, თანასწორობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ლიბერალურ- დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება საქართველოში.

GDI გააგრძელებს სტრატეგიული სამართალწარმოების, ადვოკატირების, მონიტორინგისა და საგანმანათლებლო აქტივობების გზით საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ბრძოლას!


GDI-ს გასვლითი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროგრამა- მედეგობის გაზრდა აღმოსავლეთ სამეზობლოში (BREN)მხარდაჭერის ფარგლებში.