ვაკანსია

07
ივლისი2021

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის პოზიციაზე.

კანდიდატი უნდა იზიარებდეს ლიბერალურ- დემოკრატიულ ღირებულებებს, მოწოდებული უნდა იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ადვოკატის მოწმობა და  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
  • სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება;
  • ადამიანის უფლებათა და სისხლის სამართლის სფეროში ძირითადი საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი აქტების ცოდნა.

სასურველია განმცხადებელს ჰქონდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაცხადებზე მუშაობის, აგრეთვე არასმთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
  • Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმომადგენლობის განხორციელება სახელმწიფო უწყებებსა და საერთო სასამართლოებში სამოქალაქო აქტივისტების, მედია ორგანიზაციების და სხვა იმ პირების ინტერესების დასაცავად, რომელთაც შეელახათ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები;
  • სარჩელების, საჩივრების, განცხადებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • პროგრამის დირექტორის და ორგანიზაციის თავმჯდომარის მითითებით სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია ბენეფიციართა უფლებების ეფექტურ დაცვასთან.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და პროფესიული უნარების შესაბამისად

 

კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსანტთა შერჩევა CV-ისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე;
  • წერითი დავალება;
  • გასაუბრება.

განაცხადის შეტანის პირობები

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2021 წლის 16 ივლისამდე უნდა გამოაგზავნონ  CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს ორი გვერდისა), შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე: contact@gdi.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება („ადვოკატი“) კონკურსის ყოველ მომდევნო ეტაპზე მოიწვევიან ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გადალახეს წინა ეტაპი.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“  (GDI) არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას კვლევის, ანალიზისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით.

ორგანიზაცია მოწოდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებები, წაახალისოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება და ტოლერანტული გარემოს განვითარება, ხელი შეუწყოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და კანონის უზენაესობას, სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდას. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ამ მიზნებს ემსახურება მონიტორინგის, საჯარო დებატების, ფაქტებზე დაფუძნებული კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის მეშვეობით.